რუსეთის დისკვალიფიკაცია მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატსაც მოიცავს

15:59, 09.12.2019

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომის გადაწყვეტილება რუსული სპორტის ოთხ წლით დისკვალიფიკაციის შესახებ, ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატსაც ეხება, – ამტკიცებს BBC Sport.

ამასთან, აკრძალვა არ შეეხება ევრო 2020-ს, რადგან უეფა არ მიიჩნევა ანტისადოპინგო წესების კონტექსტში მსხვილი ტურნირების ორგანიზატორად.

რუსულ მხარეს 21 დღე აქვს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მსგავსი