„მაიკროსოფტის“ ცნობით, ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
„მაიკროსოფტის“ ცნობით, ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

„მაიკროსოფტის“ ცნობით, ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

სპეციალისტების ცნობით, დანაშაულში ეჭვიმიტანილია დაჯგუფება „სტრონტიუმი“, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან არის დაკავშირებული.

გავრცელებული ცნობით, კიბერთავდასხმა სამ კონტინენტზე, 16 ანტისადოპინგო ორგანიზაციაზე განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია „მაიკროსოფტის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ჰაკერების შეტევა 16 სექტემბერს დაიწყო. „მაიკროსოფტმა“ უკვე შეატყობინა იმ კომპანიებს, რომლებიც კიბერდამნაშავეების სამიზნეს წარმოადგენდენ. სპეციალისტების თქმით, ჰაკერების მეთოდები ჰგავს დაჯგუფება „სტრონტიუმისწერვების მიერ ადრე განხორციელებულ ქმედებებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამავე ჰაკერული დაჯგუფების წევრები თავს ესხმოდნენ სამთავრობო, სამხედრო და იურიდიულ ორგანიზაციებს, ფინანსურ კომპანიებს და უნივერისიტეტებს. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები ასევე დაკავშირებულები არიან სპორტული ორგანიზაციების კუთვნილი სამედიცინო დოკუმენტაციისა და ელექტრონული წერილების გასაჯაროვებასთან.