რუსეთი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში მიდის
რუსეთი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში მიდის

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება – სასამართლოში იჩივლოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ვერდიქტის გამო. ასე რომ, ახლა საქმე ქალაქ ლოზანაში მდებარე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაიგზავნება.

„ვფიქრობთ, ეს მოხდება უახლოესი 10-15 დღის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ იურიდიული კომპანიები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან პროცესში, მხედველობაში მიიღებენ ჩვენს უამრავ არგუმენტს“, – განაცხადა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომმა ოთხი წლით ჩამოაშორა რუსი სპორტსმენები დიდ საერთაშორისო ტურნირებს და ასეთივე ვადით აუკრძალა რუსეთს დიდი სპორტული ფორუმების მასპინძლობა.