რუსულ სპორტს ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაემუქრნენ
რუსულ სპორტს ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაემუქრნენ

ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სპეციალურმა კომიტეტმა ორგანიზაციის აღმასკომს გაუწია რეკომენდაცია, ოთხი წლით ჩამოაშორონ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რისი მიზეზიც მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოში დოპინგსინჯებით მანიპულაციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ 9 დეკემბერს, რის შემდეგაც, რუსეთს 21 დღე ექნება აპელაციისთვის.

თუ WADA მიიღებს ამ რეკომენდაციებს, მაშინ რუსეთს ჩამოართმევენ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ყველა დიდი სპორტული ტურნირის მასპინძლობის უფლებას. ამ კატეგორიაში ხვდებიან: ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, 2020-2021 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ფრენბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, ჰოკეიში 2023 წლის ჩემპიონატი და 2023 წლის უნივერსიადა.

2018 წელს რუსი სპორტსმენები პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშით გამოდიოდნენ. დიდი ალბათობით, ამგვარი სცენარი 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამეორდება.