რუხის საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 პაციენტი რჩება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით და ცხელების ნიშნებით არიან შეყვანილი საავადმყოფოში. მათგან ორს, დედა-შვილს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. დღეს შვიდ პირს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველას პასუხი უარყოფითია.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.