„როსნეფტის“ ინფორმაციით, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსული კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია „როსნეფტი“ ავრცელებს.
„ნავთობკომპანია „როსნეფტი“ იტყობინება, რომ გერჰარდ შრედერმა და მატიას ვარნიგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე განაცხადეს“ , – ნათქვამია „როსნეფტის“ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. მიზეზად მედიაში ასახელებდნენ შრედერის კავშირებს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“.