პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის როლის დასადგენად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებაში
პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის როლის დასადგენად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებაში

პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის როლის დასადგენად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებაში.

პოლონური მედიის ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, „გერმანელ პოლიტიკოსს შეეძლო, გამოეყენებინა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში არსებული პოზიციები ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე შემდგომი ზეწოლის მიზნით“.

გამომძიებლები ასევე არკვევენ, თუ რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის უკრაინაში „შეჭრის მომზადებაში“, რადგან ომის დაწყების მიუხედავად, შრედერი განაგრძობდა პოზიციების დაკავებას რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში.

გერჰარდ შრედერი 1998-2005 წლებში იყო გერმანიის კანცლერი, რის შემდეგაც ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში და დღემდე ითვლება პუტინის ახლო მეგობრად.

ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შრედერმა შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ეს არ იყო მათი ერთადერთი შეხვედრა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს 2022 წლის ივლისშიც შეხვდნენ.