„როიტერის“ ცნობით, უკრაინა სმოლენსკის რეგიონში მდებარე „როსნეფტის“ ორ საცავს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს
„როიტერის“ ცნობით, უკრაინა სმოლენსკის რეგიონში მდებარე „როსნეფტის“ ორ საცავს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს

უკრაინამ სმოლენსკის რეგიონში „როსნეფტის“ ნავთობის ორ საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, საცავებში 26 000 კუბური მეტრი მოცულობის საწვავი იყო. თავდასხმამ დიდი ხანძარი გამოიწვია. ასევე საჭირო გახდა პერსონალის ევაკუაცია.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის ეფექტურად განადგურებას, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის არმიას უკრაინაში. ეს ობიექტები არის და დარჩება ჩვენთვის აბსოლუტურად ლეგიტიმურ სამიზნეებად“, – განუცხადა „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.