გერმანული მედია - ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს
გერმანული მედია - ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს

გერმანული მედიის ცნობით, ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყება, შრედერს ამ დრომდე არ გაუწყვეტია კავშირები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“.

როგორც მედია წერს, ევროპარლამენტარების მოთხოვნა გაზრდის ზეწოლას ევროკომისიაზე. მედიაში აღნიშნულია, რომ თუ ბრიუსელში შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, გერმანიის ყოფილი კანცლერის ყველა ანგარიშს ევროპაში დააყადაღებენ.

შრედერის გარდა, გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტი ითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიონს, რომელიც რუსულ კომპანიაში მუშაობდა და ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელიც დღემდე არის „როსნეფტის” სამეთვალყურეო საბჭოში.

დატოვე კომენტარი