ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ცენტრალური მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, რომელშიც “რეალმა” “სევილიას” უმასპინძლა. შეხვედრის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ხუთივე “ოქროს ბურთი” უჩვენა მაყურებელს და როგორც ჩანს, საკუთარ თავსაც და პარტნიორებსაც კარგი განწყობა შეუქმნა.
“რეალმა” პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა “სევილიას”, აქედან ორი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა.
კიდევ სამი გოლი ნაჩომ, კროოსმა და ჰაკიმიმ გაიტანეს. 19 წლის ჰაკიმის გოლი ისტორიული აღმოჩნდა – ის გახდა პირველი მაროკოელი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.
“რეალმა” გაუსწრო “სევილიასა” და “ატლეტიკოს” და მესამე ადგილზე გადავიდა, რითაც ხუთი ქულით მოუახლოვდა ლიდერ “ბარსელონას”. თუმცა, “ბარსასა” და “ატლეტიკოს” ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.