ოქროს ბურთი 2024 – „რეალი“ საუკეთესო გუნდად დასახელდა #1TVSPORT

00:49, 29.10.2024

პარიზში იმართება 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია.

ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა მადრიდის „რეალი“. მან გასულ სეზონში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.

ამ პრიზის მიღებაზე ასევე პრეტენდენტები იყვნენ: „მანჩესტერ სიტი“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ და „ჟირონა“.

მსგავსი