ოქროს ბურთი 2024 – ლამინ იამალი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

00:43, 29.10.2024

პარიზში იმართება 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია.

საღამოს პირველი ჯილდო მიიღო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა, ლამინ იამალმა. 17 წლის ფეხბურთელი გახდა „ტროფი კოპას“ მფლობელი – ეს არის ჟურნალ France Football-ის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გარნაჩო, კობი მაინუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი), არდა გიულერი (რეალი), ქარიმ კონატე (ზალცბურგი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), სავინიო (ჟირონა), მატის ტელი (ბაიერნი) და უორენ ზაირ ემერი (პსჟ).

მსგავსი