Goal-ის მიხედვით, „ოქროს ბურთის“ განახლებულ რეიტინგს ჯუდ ბელინგემი ლიდერობს #1TVSPORT
Goal-ის მიხედვით, „ოქროს ბურთის“ განახლებულ რეიტინგს ჯუდ ბელინგემი ლიდერობს #1TVSPORT

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა, Goal.com-მა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც მადრიდის „რეალის“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ლიდერობს.

მეორე ადგილზე ინგლისის ნაკრებში ბელინგემის თანაგუნდელი ფილ ფოდენია, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს, ხოლო მესამე პოზიციას პსჟ-სა და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ლიდერი კილიან მბაპე იკავებს.

„ოქროს ბურთის“ მოგების 20 მთავარი კანდიდატი Goal-ის ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის „რეალი“)
  2. ფილ ფოდენი („მანჩესტერ სიტი“)
  3. კილიან მბაპე (პსჟ)
  4. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)
  5. როდრი („მანჩესტერ სიტი“)
  6. ჰარი კეინი („ბაიერნი“)
  7. ვინისიუსი (მადრიდის „რეალი“)
  8. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“)
  9. ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“)
  10. ბუკაიო საკა („არსენალი“)
  11. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
  12. ხულიან ალვარესი („მანჩესტერ სიტი“)
  13. კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“)
  14. ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“)
  15. დეკლან რაისი („არსენალი“)
  16. ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“)
  17. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“)
  18. როდრიგო (მადრიდის „რეალი“)
  19. კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“)
  20. ლიონემ მესი („ინტერ მაიამი“)