წარმოაჩინეთ თქვენი ქვეყნები საუკეთესოდ - Pro Future Stars „ოქროს ბურთზე“ კვარაცხელიას, ჰალანდისა და გვარდიოლის წარდგენას გამოეხმაურა #1TVSPORT
წარმოაჩინეთ თქვენი ქვეყნები საუკეთესოდ - Pro Future Stars „ოქროს ბურთზე“ კვარაცხელიას, ჰალანდისა და გვარდიოლის წარდგენას გამოეხმაურა #1TVSPORT

ანალიტიკურმა ვებპორტალმა Pro Future Stars – „მომავალი ვარსკვლავები“ პოსტი გამოაქვეყნა „ოქროს ბურთზე“ ნომინირებულ, თანამედროვე ფეხბურთის სამ ცნობილ ახალგაზრდაზე, რომლებიც მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებს – საქართველოს, ხორვატიასა და ნორვეგიის წარმოადგენენ.

„ხორვატიის მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია – მათი ტალანტი, იოშკო გვარდიოლი ნომინირებულია „ოქროს ბურთზე“.

ნორვეგიის მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანია – მათი ტალანტი ერლინგ ჰალანდი ასევე „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული.

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია – მათი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაც „ოქროს ბურთზე“ წარადგინეს.

წარმოადგინეთ თქვენი ქვეყნები საუკეთესოდ“, – წერს Pro Future Stars.