„როიტერი“ - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება, სადაც სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექვსი ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება, სადაც სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
რუსული სამხედრო ხომალდები ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს 8 და 9 თებერვალს გაივლიან.
რუსეთის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდები „მინსკი“ და „კოროლევი“ უკვე დარდანელის სრუტეში არიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ წყნარი ოკეანიდან დაწყებული ატლანტიკის ჩათვლით ქვეყნის ყველა ფლოტი იანვარში და თებერვალში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.