აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში 3000-მდე სამხედრო მონაწილეობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნები აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში იმართება, მათ შორის ბაქოში, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა ეძღვნება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.