ერევნის მახლობლად სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ერევნის მახლობლად სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ერევნის მახლობლად სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სომხეთისა და აშშ-ის საერთო სამხედრო წვრთნები სომხეთის დედაქალაქ ერევნის მახლობლად, ორ სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს.

ათდღიან წვრთნებში მონაწილეობს 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა“.