„როიტერი“ - ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
„როიტერი“ - ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ნავთობის ფასმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. „როიტერის“ ინფორმაციით, კოვიდპანდემიით დაზარალებულ ქვეყნებში ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად და ბუნებრივ აირზე რეკორდულად გაზრდილი ფასის ფონზე, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნამ იმატა.

გამოცემის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 85.73 დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. „ვესტ ტექსას ინტერმედიეტის“ ბარელის ფასი კი, დღეისათვის 83.40 დოლარად განისაზღვრა, რაც 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.