რობინ ვან პერსი „ფეიენოორდში“ დაბრუნდა
რობინ ვან პერსი „ფეიენოორდში“ დაბრუნდა

სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი თურქულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა და სამშობლოში ბრუნდება.

34 წლის თავდამსხმელი როტერდამის “ფეიენოორდში” გააგრძელებს კარიერას. კონტრაქტის გაფორმება ორშაბათს არის დაგეგმილი.

ვან პერსი პირველად 1999 წელს, 16 წლის ასაკში შეუერთდა “ფეიენოორდს”, ამ გუნდის რიგებში 78 მატჩი ჩაატარა და 2004 წელს, ლონდონის “არსენალში” გადავიდა, რომელშიც 278 მატჩში 132 გოლი გაიტანა.
ამ მომენტისთვის, “ფეიენოორდი” მეხუთე ადგილზეა ერედივიზიონში და 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ეინდჰოვენს“.