რობინ ვან პერსი გრინვუდში საკუთარ თავსა და დიდ მომავალს ხედავს
რობინ ვან პერსი გრინვუდში საკუთარ თავსა და დიდ მომავალს ხედავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ ახლაგზარდა ფორვარდს მეისონ გრინვუდს ყველა შანსი აქვს, ვარსკვლავი გახდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 18 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

„ვფიქრობ, რომ გრინვუდი ბევრს მიაღწევს. ყველა მატჩში ის ცდილობს ჩემს კოპირებას, ჩემი სტილის, ჩემი ტექნიკის, ბურთის ფლობის ჩემი მანერის ათვისებას. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი ელოდება“, – ციტირებს ვან პერსს A Bola.

მეისონ გრინვუდი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა.

საინტერსოა, რომ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშა.

გრინვუდის დებიუტი „ლიგაზე“ მაშინ შედგა, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და იმ დროს ფეხბურთელი 17 წლის იყო.

დატოვე კომენტარი