ვან პერსიმ გამორიცხა მესი და რონალდო „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სიიდან
ვან პერსიმ გამორიცხა მესი და რონალდო „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სიიდან

ვებგვერდმა BT Sport-მა „ტვიტერში“ თავის ხელმომწერებს 2020 წლის „ოქროს ბურთის“ სამი პრეტენდენტის დასახელება თხოვა. ამ ერთგვარ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ.

მან მეტად მოულოდნელი სამეული დაასახელა, რადგან სამეულში არ შეიყვანა ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ნიდერლანდელის არჩევანი შეჩერდა რობერტ ლევანდოვსკიზე („ბაიერნი“), კევინ დე ბრუინზე („მანჩესტერ სიტი“) და სადიო მანეზე („ლივერპული“).

ლიონელ მესის კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“, რონალდოს – ხუთი.