რობინ ვან პერსის ვაჟი ნიდერლანდების ნაკრებში (U17) გამოიძახეს #1TVSPORT
რობინ ვან პერსის ვაჟი ნიდერლანდების ნაკრებში (U17) გამოიძახეს #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, რობინ ვან პერსის ვაჟმა, შაკილ ვან პერსიმ პირველი გამოძახება მიიღო ნიდერლანდების 17-წლამდელთა ნაკრებში.

16 წლის შაკილი, მამის მსგავსად, ცაციაა და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. მას დედის ხაზით შეეძლო, მაროკოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ ნიდერლანდები აირჩია.

გასული წლის მაისში შაკილმა თავის პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი „ფეიენოორდთან“, რომელშიც 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან „ფეიენოორდის“ 17-წლამდელთა გუნდში 13 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.