რობინ ვან პერსი - „არსენალს“ სხვა მენტალიტეტი სჭირდება
რობინ ვან პერსი - „არსენალს“ სხვა მენტალიტეტი სჭირდება

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ ლონდონურ კლუბში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მე ვთვლი, რომ მიკელ არტეტასა და „არსენალისთვის“ ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იქნას ნაპოვნი. საკმარისია კუთხური ან ჯარიმა დაინიშნოს, რომ ადამიანს სუნთქვა გეკვრება და ფიქრობ, რომ გუნდი ახლა გოლს გაუშვებს. ამის გამოსწორება მხოლოდ სწორი მენტალიტეტით არის შესაძლებელი. ფერდინანდი და ვიდიჩი მოკვდებოდნენ და გუნდს მსგავს სიტუაციაში გადაარჩენდნენ. სწორედ ასეთი მენტალიტეტი არის საჭირო, რომ ჯილდოები მოიგო. სიმართლე გითხრათ, მსგავსს „არსენალში“ ვერაფერს ვხედავ“, – მოჰყავს ვან პერსის სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი „არსენალში“ 2004-12 წლებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი