რობ პორტმანი - საქართველო ჩვენი უახლოესი მოკავშირეა, აშშ თქვენ გვერდით დგას
საქართველო ჩვენი უახლოესი მოკავშირეა, აშშ თქვენ გვერდით დგას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა რობ პორტმანმა „ტვიტერზე“ დაწერა.
პორტმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოშ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს.
„პროდუქტიული შეხვედრა გავმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ელჩ კელი დეგნანთან. მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს, გააგრძელონ 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია და მიაღწიონ პროგრესს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაში.
საქართველო ჩვენი უახლოესი მოკავშირეა. რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება ღრმა შეშფოთებას იწვევს. აშშ დგას საქართველოს გვერდით“,- წერს სენატორი.