ამერიკელი სენატორი ჯოშ ჰოული - დავიღალე უკრაინის პრეზიდენტის სიტყვების მოსმენით, რომ ჩვენ უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია, უნდა გავჩერდეთ, ეს სიგიჟეა
ამერიკელი სენატორი ჯოშ ჰოული - დავიღალე უკრაინის პრეზიდენტის სიტყვების მოსმენით, რომ ჩვენ უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია, უნდა გავჩერდეთ, ეს სიგიჟეა

ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ უკრაინაზე მეტი, გვჭირდება ყველაფრის აღრიცხვა, რაც აქამდე დაიხარჯა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატრომა, ჯოშ ჰოულიმ განაცხადა.

„უბრალოდ, დავიღალე უკრაინის პრეზიდენტის სიტყვების მოსმენით, რომ ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია – ეს არის ინვესტიცია ყველა ერის მომავალში. და ჩვენი ერი? ეს არ არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენს ხალხში, ჩვენს სამუშაოებში. ეს კი პრიორიტეტი უნდა იყოს”,- აღნიშნა ჰოულიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეპუტატი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას რუსეთისგან თავდაცვასა და ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ დგომაში ხედავს, „უფრო დიდ ვალში შესვლა“ არ არის სწორი პასუხი.

„თუ გსურთ ჩინეთის შეკავება, მაშინ გამკაცრდით ჩინეთთან. ჩინეთს ტარიფები დაუწესეთ. ასე გამკაცრდებით ჩინეთთან მიმართებაში და არა უკრაინაზე ფულის დახარჯვით. ასე რომ, უბრალოდ, არ მესმის. თუ გსურთ ფულის დახარჯვა უკრაინაში, მითხარით, რატომ არის უკრაინა მნიშვნელოვანი. არ მითხრათ, რომ ეს ჩინეთს ეხება. ვგულისხმობ, მოდით, აქცენტი გავამახვილოთ რეალურ საკითხზე, რომელიც არის ის, რომ ჩვენ უნდა შევაკავოთ ჩინეთი. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ უკრაინაში ინვესტიციებით ან ფულის დახარჯვით“,- აღნიშნა სენატორმა.

ჰოულიმ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის უახლესი მოთხოვნა, უკრაინაში 24 მილიარდი დოლარის გაგზავნის შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ „არ არსებობს დასასრული”.

„მათ სურთ, რომ სამუდამოდ ვუგზავნოთ ჩეკები უკრაინას, პირდაპირ მათ მთავრობას – ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარი. ეს სასაცილოა. რისთვის? რა არის სტრატეგია? რა არის ბოლო? ეს სხვა არაფერია, თუ არა ერის მშენებლობა. ეს სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის ინვესტიციის წარუმატებლობა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ეს სიგიჟეა“, – აღნიშნა სენატორმა.