ამერიკელ სენატორ დენ სალივანის განცხადებით, მომდევნო ათწლეულებში აზიაში ნატო-ს გაფართოება გარდაუვალია
ამერიკელ სენატორ დენ სალივანის განცხადებით, მომდევნო ათწლეულებში აზიაში ნატო-ს გაფართოება გარდაუვალია

ამერიკელი სენატორი ალასკას შტატიდან, დენ სალივანი აცხადებს, რომ მომდევნო ათწლეულებში აზიაში ნატო-ს გაფართოება გარდაუვალია.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე სენატის დელეგაცია აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, რაც ნატო-სთვის ძლიერი სიგნალია.

„ვფიქრობ, დიდი პროგრესი იყო. ჩინეთი მხოლოდ რამდენჯერმე არ იყო ნახსენები, ჩემი აზრით, თითქმის 20-ჯერ იყო. იყვნენ იაპონიის, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. ჩვენს სენატის დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ამ ლიდერებს. ვფიქრობ, ეს მართლაც ძლიერი სიგნალი იყო ნატო-სთვის“ – განაცხადა დენ სალივანმა.