რობ პორტმანი - ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს
რობ პორტმანი - ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს

ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საჭიროა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შეყვანა.

„მართალია, მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ისუბრა უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინთან, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში და ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს“, – წერს ამერიკელი სენატორი.

ამასთან, რობ პორტმანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისურვებდა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს მეტი ესაუბრათ ბელარუსსა და საქართველოზე.

„რაც შეეხება, რუსეთის ჩარევას აღმოსავლეთ ევროპაში, მოხარული ვარ, რომ უკრაინა იყო დღის წესრიგის ნაწილი. ვისურვებდი, რომ ასევე ყოფილიყო მეტი საუბარი ბელარუსზე და საქართველოზე. შესაძლოა, ამის შესახებ მოგვიანებით მეტი შევიტყოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგა. რაც შეეხება საქართველოს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, ჩვენ უნდა დავუშვათ ისინი ჩვენსკენ, დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ არიან შებრუნებულები და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი“, -აღნიშნავს სენატორი ამერიკულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.

აშშს-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.