რიყე-ნარიყალას საბაგირო 1-ლი მაისიდან მგზავრებს კვლავ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო 1-ლი მაისიდან მგზავრებს კვლავ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმირ-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 1-ლი მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება.

სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის „ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.