რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა 16 აპრილიდან 30 აპრილამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.

„სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია “ლეიტნერის” სპეციალისტები აწარმოებენ. ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.