რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

15:16, 03.03.2020

გეგმური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.

„აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

 

მსგავსი