რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დღეს დროებით ვერ მოემსახურება

08:06, 26.12.2017

სს „თელასის“ მიერ წარმოებული გეგმურ–ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს, 12:00-დან 18:00 საათამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი