რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ქრისტეს ქანდაკება კორონავირუსთან დაკავშირებით გზავნილებით განათდა. გზავნილები მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებდა.
განათების ინსტალაციის მეშვეობით ქანდაკებაზე გამოჩნდა წარწერა – „ნიღაბი იცავს სიცოცხლეს“.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ბრაზილიის ცნობილი სიმბოლო ქრისტეს ქანდაკება განათების ინსტალაციის საშუალებით ექიმის ხალათით „შემოსეს“ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების პატივსაცემად.
ამასთან, მარტში რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება ყველა იმ ქვეყნის დროშის გამოსახულებით გაანათეს, სადაც იმ დროისთვის, ახალი კორონავირუსი იყო გავრცელებული.