რიო-დე-ჟანეიროში მამაკაცმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა
რიო-დე-ჟანეიროში მამაკაცმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა

რიო-დე-ჟანეიროში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „გლობო“ ავრცელებს.

თავდასხმა ბრაზილიის დროით ადრე დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სამხედრო პოლიციის ოფიცერია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავად მამაკაცი ავტობუსის დაწვით იმუქრება.

ბრაზილიური მედია ვერ აკონკრეტებს, რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან ავტობუსიდან სამი მძევალი გაათავისუფლა.