რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში პოლიციის ოპერაციის დროს 25 ადამიანი დაიღუპა

21:21, 06.05.2021

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში პოლიციის ოპერაციის დროს 25 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩაატარა. სამართალდამცველების ცნობით, ნარკომოვაჭრეები დანაშაულებრივი ქმედებისთვის ბავშვებს იყენებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი სამართალდამცველიცაა.

მსგავსი