რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშების გამოსახულებებით გაანათეს
სოლიდარობის ნიშნად, რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება ყველა იმ ქვეყნის დროშის გამოსახულებით გაანათეს, სადაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა.
38-მეტრიანი ქანდაკება, რომელსაც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ შემოღებული ზომების ფარგლებში დაიხურა. ამ დროისათვის, ბრაზილიაში COVID-19-ით 500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ოთხი კი გარდაიცვალა.
ქანდაკებაზე ჩნდება საქართველოს დროშაც.