საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, „პისიარ“ ტესტით – 19 134.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 850 102 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 792 158 გამოჯანმრთელდა, 12 119 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 183 335 აცრა, დღიურად აცრილია 11 999.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 125 პირი.

ამასთან, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი, გარდაიცვალა 80.

დატოვე კომენტარი