საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 957 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 65 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 321 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, „პისიარ“ ტესტით – 19 134.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,65%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 850 102 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 792 158 გამოჯანმრთელდა, 12 119 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 183 335 აცრა, დღიურად აცრილია 11 999.
კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 125 პირი.
ამასთან, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი, გარდაიცვალა 80.