საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 087 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 087 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 087 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 78 172 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 900, „პისიარ“-ტესტით – 31 272.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,42%, ბოლო 14 დღის – 15,32%, ბოლო შვიდი დღის – 19,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, 14 813 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 676 520 აცრა, დღიურად აცრილია 7 661.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 651 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 023 პირი.

ამასთან, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 160 პაციენტი, გარდაიცვალა 42.