საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 160 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 160 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 74 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 51 865, „პისიარ“ ტესტით – 22 335.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო შვიდი დღის – 18,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 075 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 972 745 გამოჯანმრთელდა, 14 774 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 667 808 აცრა, დღიურად აცრილია 8 634.

კარანტინის რეჟიმშია 30, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 595 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 064 პირი.

ამასთან, 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31.