რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტობუსიდან დროულად გადმოსვლა მოახერხეს.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.
ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.