რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსი დაიწვა

10:52, 08.02.2018

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტობუსიდან დროულად გადმოსვლა მოახერხეს.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

მსგავსი