რიჩარდ ბარეტი - ყალბმა ამბებმა შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, მაგრამ მეორე მხრივ, მის წინააღმდეგ ბრძოლისას არ უნდა დაირღვეს გამოხატვის თავისუფლების პრინციპი
ვენეციის კომისიის წევრის რიჩარდ ბარეტის განცხადებით, ყალბა ამბებმა შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, თუმცა მეორე მხრივ, ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლისას, გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ უნდა დაირღვეს.
„ეს ძალიან დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ეს არის დინამიკური პრობლემა და ძალიან რთულია მაშინვე დასჯა ამ ტიპის გამოვლინებებისა, რადგან ტექნიკური საშუალებები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება.
ყალბმა ახალმა ამბებმა შეიძლება, ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას. მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ეს პრობლემა საკმაოდ ხანგრძლივი გახლავთ უკვე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.
რა თქმა უნდა, ფეიკ ნიუსი, ყალბი ახალი ამბები განსაკუთრებით სწორედ პანდემიის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების მიერ გამოვლენილი ინტერესის თვალსაზრისით, თვითონ საარჩევნო ინფორმაციის მიღების სურვილს აჭარბებს ხოლმე. ადამიანები ხალისით ერთვებიან, უფრო აინტერესებთ მათ პანდემიის შესახებ ამბები, ვიდრე თვითონ საარჩევნო, ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
უნდა გავაფრთხილოთ საზოგადოება, უნდა გავანათლოთ ისინი, რამდენად საზიანოა და რამდენად იძლევა მანიპულაციის საშუალებას ყალბი ახალი ამბები“, – განაცხადა რიჩარდ ბარეტმა საქართველოს პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“.