ევროკომისია - ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ყალბ ამბებთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ
ევროკომისია - ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ყალბ ამბებთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა „ყალბ ამბებთან“ საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, – ეს განცხადება ციფრულ საკითხებში ევროკომისარმა, მარია გაბრიელმა გააკეთა.

მისივე თქმით, ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Twitter-ი, Google-ი, Facebook-ი, Mozilla და სხვები, უკვე აამოქმედეს თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, თუმცა როგორც გაბრიელი ამბობს, უამრავი ხარვეზია გამოსასწორებელი.

როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროპარლამენტის არჩევნებამდე აუცილებელია „პოლიტიკური რეკლამის დაფინანსების წყაროების უფრო გამჭვირვალე გახდეს“.

ბრიუსელი ასევე მოუწოდებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა უფრო ინტენსიური გახადონ.