სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი გახდა
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი გახდა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციით, კორონავირუსზე ყალბი ამბების გავრცელება დაისჯება ჯარიმით ან ექვს თვემდე პატიმრობით.

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტის იძულებით ჩატარებას, მკურნალობასა და კარანტინში მოთავსებას. მიმდინარე კვირის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის გაუტენგის პროვინციაში, ოჯახმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უარი თქვა იზოლაციაზე, რის შემდეგაც ოჯახის წევრები პოლიციამ სასამართლო დადგენილების საფუძველზე იძულებით გადაიყვანა კარანტინში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამხრეთ აფრიკამ ციხეებში მნახველების მიღება შეაჩერა, ასევე აიკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილია კორონავირუსის 116 შემთხვევა.