რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში, ბათუმში დღეიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი 8 მარტიდან განაახლებენ მუშაობას
რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში დღეიდან, პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.
რესტორნებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაკონტროლდება.
ამასთან, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება.