რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ
რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, პირველი ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება.