ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები
ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, რომელიც მათ შორის შეეხება მუშაობის დასრულების დროს.

„დღეიდან იქნება სავალდებულო პირბადის ტარება უკვე გარე სივრცეში ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ, დარბიხართ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე, რა თქმა უნდა, იქ არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით, მაგრამ დანარჩენ ადგილებში ყველგან ღია სივრცეში პირბადე იქნება მანდატორული, ისევე როგორც დახურულ სივრცეებში. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში როგორც მუშაობის დასრულების მიმართულებით, ისე შიდა სივრცეებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები. მეორე მთავარი მიმართულებაა, კიდევ და კიდევ მეტი აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი