ამირან გამყრელიძე - საქართველოში შეზღუდვების მოხსნა სწრაფად მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ, თუმცა ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება
ამირან გამყრელიძე - საქართველოში შეზღუდვების მოხსნა სწრაფად მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ, თუმცა ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება

საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს ოქროს შუალედის დაცვით იღებს ხოლმე, თუმცა, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ, ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე გამყრელიძემ.