დაჭრილ მოზარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს ჭრილობები სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.