რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს

20:48, 31.01.2018

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები თბილისის #35 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი